რას ვაკეთებთ

მილების პროფესიონალური წმენდა და რეცხვა: ონკანიდან მაგისტრალამდე.

ექვსი ძირითადი მიმართულება, ერთი ნომერი. გერმანული მეთოდი, თანამედროვე ტექნიკა, გამჭვირვალე ფასი — ყოველი სამუშაოს შემდეგ ვიდეო-ჩანაწერი.

01 / 06

მაღალი წნევით წმენდა

მაღალი წნევის ჭავლი (170 ბარი) სრულად აშორებს ჭებში დაგროვებულ ნარჩენებს, ცხიმს, ტალახსა და სხვა დაბინძურებებს. რეგულარული წმენდა ხელს უწყობს სანიაღვრე სისტემების გამართულ მუშაობას და თავიდან აცილებს ნადებების ხელახლა დაგროვებას.

  • გერმანული წარმოების დანადგარი — 170 ბარი
  • წყლის ხარჯი — 120 ლიტრი წუთში
  • 150 მ შლანგი ნებისმიერი დიამეტრის მილზე
  • მინიმალური დაზიანება ინტერიერისთვის
მაღალი წნევით წმენდა
02 / 06

კამერით ვიდეო-დიაგნოსტიკა

სპეციალური ვიდეოკამერა შეგვყავს მილში — ეკრანზე რეალურ დროში ჩანს ნადებები, ბზარები, გადახრები და ფესვებით ჩახერგვა. დაცობის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა გვაცილებს ზედმეტ ხარჯებს და კედლის არასაჭირო გახსნას.

  • HD ჩაწერა და ფოტო-ფიქსაცია
  • დაცობის ზუსტი ლოკალიზაცია
  • შახტის დათვალიერება ვიდეოზონდით
  • სამუშაოს შემდეგ — ვიდეო ანგარიში
კამერით ვიდეო-დიაგნოსტიკა
03 / 06

ელექტრო ტროსით წმენდა

ელექტრო ტროსები იდეალურია მცირე დიამეტრის მილებისთვის, სადაც წნევის ჭავლი ვერ აღწევს. ეფექტურად აშორებს ცხიმს, თმას, საკვების ნარჩენებსა და სხვა დაბინძურებებს. სპეციალური ელექტრო ტროსებით წმენდის დროს არ ზიანდება შიდა შრეები.

  • Rothenberger R650 პროფესიონალური დანადგარი
  • სხვადასხვა დიამეტრის ტროსები — 150 მეტრამდე
  • უსიამოვნო სუნის გაქრობა და წყალგამტარობის აღდგენა
  • მუშაობა მცირე და საშუალო დიამეტრის მილებში
ელექტრო ტროსით წმენდა
04 / 06

ტრაპები, უნიტაზები, პირსაბანები

ვაგვარებთ კონკრეტული სანტექნიკური წერტილის დაცობას — საკანალიზაციო ტრაპის, უნიტაზის, ხელსაბანისა და სამზარეულოს მილის წმენდას. ვმუშაობთ სუფთად — იატაკი, კედლები და სანტექნიკა რჩება უხელუხლებლად.

  • სანტექნიკის ხელუხლებლობა
  • სუფთა მუშაობა ბინაში
  • მცირე და გადაუდებელი გამოძახებები
  • სრული გაწმენდის გარანტია
ტრაპები, უნიტაზები, პირსაბანები
05 / 06

ჭის / ცხიმდამჭერის ამოტუმბვა

სპეციალური მანქანით ვაკეთებთ საკანალიზაციო ჭისა და ცხიმდამჭერების სრულ ამოტუმბვას საქართველოს მასშტაბით. რესტორნებისა და ბიზნეს ობიექტებისთვის რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ — გრძელვადიანი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

  • ვაკუუმური სპეცმანქანა
  • სხვადასხვა მოცულობის ცისტერნა
  • ფიზიკური და იურიდიული პირები
  • გრაფიკის შესაბამისად — 3 თვეში ერთხელ
ჭის / ცხიმდამჭერის ამოტუმბვა
06 / 06

გაჟონვის და სითბოს დიაგნოსტიკა

ვმუშაობთ Bosch D-tect, Eryil აკუსტიკური დეტექტორებითა და სხვა პროფესიონალური ხელსაწყოებით. ვადგენთ ფარული მილების ადგილმდებარეობას, გაჟონვის წერტილებს და სითბურ დანაკარგებს — ზედმეტი კედლის გახსნის გარეშე.

  • Bosch D-tect 120 Professional სკანერი
  • Eryil აკუსტიკური მოსაყურებელი
  • მიწისქვეშა მილების ლოკატორი
  • წერილობითი დასკვნა და რეკომენდაცია
გაჟონვის და სითბოს დიაგნოსტიკა

ხშირად დასმული კითხვები

რას გვეკითხებიან მომხმარებლები ხშირად.

ვმუშაობთ 24/7 — შაბათ-კვირისა და უქმე დღეების ჩათვლით. დარეკვის შემთხვევაში ვუპასუხებთ პირადად.

დაცობილია?

დაგვიკავშირდით: ოპერატიულად ვრეაგირებთ თქვენს გამოძახებაზე

მაქსიმალურად მოკლე დროში ვიქნებით თქვენთან.

დარეკვაWhatsApp